ქალაქის პირველი რადიო ტერიტორიულად მდებარეობდა მეტალურგიულ კომბინატთან არსებული ფოსტის მე -9 განყოფილებაში। ეს იყო პრიმიტიული სტუდია, საიდანაც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ინფორმაციები. პირველი რადიოგადაცემის წამყვანი (1953-1954 წ.) იყო თამაზ ჯიბღაშვილი, პირველი დირექტორი კი ლია ასლანიკაშვილი.
პირველი რადიო გადაცემები ძირითადად მეტალურგიული კომბინატის სამრეწველო ინფორმაციებზე დაყრდნობით მზადდებოდა. თითოეული მუშის საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული იყო რადიომიმღები და მათი რიცხვი 5 000-ს შეადგენდა. მოგვიანებით რადიოგადაცემები ორენოვანი გახდა - ქართული და რუსული. რუსული გადაცემების წამყვანი გახლდათ ალა ჟღენტი, ძირითად ინფორმაციებს კი ამზადებდა დიმიტრი ცხოვრებაძე.
1980 წლიდან რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელად დაინიშნა ლია მარტაშვილი. ამ დროს რადიო აბონენტთა რიცხვმა 15 000 მიაღწია. მანამდე არსებული 15 წუთიანი გადაცემები 45 წუთამდე გაიზარდა. ამ პერიოდში საინფორმაციო წყაროებზე სამი ჟურნალისტი მუშაობდა. იყო როგორც საინფორმაციო, ასევე თემატური გადაცემებიც.
1977 წელს რადიომაუწყებლობა ერთ-ერთი თამამი გადაცემის მსხვერპლი გახდა। იმ პერიოდში კავშირგაბმულობის კვანძის დერექტორის წინააღმდეგ გაშვებულმა ინფორმაციამ რადიოს არსებობა შეწყვიტა.।
პასუხის მისაღებად თუ რატომ დაიკეტა რადიო, ჩვენ შევხვდით ქალბატონ ლია მარტაშვილს।
ქალბატონო ლია, რას გვეტყვით რუსთავის რადიომაუწყებლობის შესახებ?
რუსთავის საქალაქო ადგილობრივი რადიომაუწყებლობას ფაქტიურად დაარსების დღიდან მუშაობდა 80-90 წ-ში 98 ათასი რადიოწერტილი ჰქონდათ მცხოვრებლების სახით, ხოლო წარმოებებში რადიო გადაცემებს ერთდროულად ათასობით ადამიანი უსმენდა। რუსთავის ადგილობრივი რადიო მაუწყებლობა კვირის ყოველ მეორე დღეს 15 წუთიანი საინფორმაციო პროგრამით გამოდიოდა , შემდეგ გადაცემების ხანგრძლივობა გაიზარდა 45 წუთამდე და მან საინფორმაციო ვაკუუმი მოხსნა ქალაქში.
-რა გახდა რადიოს დახურვის მიზანი?
-რადიომაუწყებლობა მუშაობდა მოსახლეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების გაშუქებაზე. არ ერიდებოდა გავლენიან ხელმძღვანელებსაც კი. ერთ-ერთი ასეთი ხელმძღვანელი კავშირგაბმულობის კვანძის უფროსი ზაალ სულაბერიძე გახდა. მან მიზეზად, იმისა რომ რადიომაუწყებლობის შენობა დაელუქა და დაეხურა რადიო დაასახელა, რომ რადიომაუწყებლობა მათ შენობაში იყო და ელექტროენერგიას ხარჯავდა.
вторник, 19 августа 2008 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий